"ბარსელონას" ოფიციალური ვებსაიტიდან ვიგებთ, რომ პაუ ვიქტორი, პაბლო ტორე და მარკ კასადო კლუბმა ლა ლიგაში დაარეგისტრირა.
კასადო 17 ნომრით დარეგისტრირდა, ტორე 14-ნომრიან მაისურს მოირგებს.
დილით "ბლაუგრანამ" ინიგო მარტინესიც დაარეგისტრირა. ბასკი მცველის დარეგისტრირება "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" იმის წყალობით მოახერხეს, რომ რონალდ არაუხოს 4-თვიანი ტრავმა აქვს მიღებული.
"ვალენსიასთან" თამაში შეეძლება ჯერ კიდევ დაურეგისტრირებელ ალექსს ვალეს, რომელიც ახალგაზრდული გუნდის წევრის კვოტით იასპარეზებს.
მაშასადამე, "ბარსას" ახლა დანი ოლმო და ვიტორ როკე ჰყავს დასარეგისტრირებელი. ბრაზილიელი ფორვარდის წასვლა გადაწყვეტილია, ესპანელ ახალწვეულს კი პრიმერას მეორე ტურიდან უნდა ველოდოთ.
აქვე გეტყვით, რომ "ვალენსიასა" და "ბარსას" ჯახი ხვალ, თბილისის დროით 23:30 საათიდან დაიწყება.