2 წლის და 2 თვის წინ
შეთანხმება ახლოსაა - სად ყიდის "ბარსელონა" ფაიეს
ავტორი
Aa
ფრანგული "რენი" და "ბარსელონა" მიკაილ ფაიეს ტრანსფერზე შეთანხმდნენ, - იუწყება FootMercato.
სენეგალელ მცველში "ლურჯ-ბროწეულისფერნი" 10 მილიონ ევროს მიიღებენ. ბონუსების გათვალისწინებით, ტრანსფერის თანხამ შეიძლება 15 მილიონი ევროს მიაღწიოს.
აღსანიშნავია, რომ "ბლაუგრანა" იტოვებს 19 წლის ფეხბურთელის 30 მილიონ ევროდ გამოსყიდვის შესაძლებლობას.
ფაიეს გარემოცვასთან "რენი" ჯერ არ შეთანხმებულა. წყაროს თანახმად, მიკაილით მხოლოდ ფრანგული და არაესპანური კლუბები ინტერესდებიან.
შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელებული ცნობებით, სენეგალელმა პრესეზონზე ჰანსი ფლიკს თავი ვერ მოაწონა, ამიტომ გერმანელმა სპეციალისტმა მის გაყიდვას მწვანე შუქი აუნთო.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი