3 თვის და 1 კვირის წინ
კანსელუს საგა გრძელდება - "ბარსა" იმედს არ კარგავს
კანსელუს საგა გრძელდება - "ბარსა" იმედს არ კარგავს

"ბარსელონას" ჟოაუ კანსელუს დაბრუნებაზე ხელი ჯერ არ ჩაუქნევია, - იუწყება SPORT.

კატალონიური გრანდი 30 წლის ფლანგელის იჯარით დამატებას ცდილობს. "ბლაუგრანაში" იციან, რომ ჟოაუს შეძენის ფინანსური სახსრები არ გააჩნიათ.

"მანჩესტერ სიტი" ჯიუტად ითხოვს პორტუგალიელში თანხის მიღებას, მაგრამ "ბარსა" იმედს მაინც არ კარგავს.

ამის მიზეზი ისაა, რომ სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება, ჟოაუს საკითხი კი ისევ ღიაა. "ბარსას" სასარგებლოდ მუშაობს თავად კანსელუს სურვილიც.

გამოცდილი მარჯვენა მცველის აგენტი, ჟორჟე მენდეში თავდაუზოგავად მუშაობს, რათა მისი კლიენტი კატალონიაში დააბრუნოს.

ცნობისთვის, 2-ნომრიანი მაისური, რომლითაც ჟოაუ გასულ სეზონში გამოდიოდა, "ბარსამ" პაუ კუბარსის გადასცა. მაშასადამე, თუ ტრანსფერი შედგა, მან ახალი ნომერი უნდა აიღოს.


Facebook კომენტარები