3 წლის წინ
ოფიციალურად: "ბარსა" "კლასიკოში" განსხვავებული ფორმით ითამაშებს
ოფიციალურად: "ბარსა" "კლასიკოში" განსხვავებული ფორმით ითამაშებს

"ბარსელონამ" დღეს ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ლა ლიგის 26-ე ტურის "ელ კლასიკოში" ფეხბურთელები განსაკუთრებული ფორმით ითამაშებენ.

მაისურის წინა მხარეს, სადაც კატალონიელებს თავიანთი მთავარი სპონსორის, Spotify-ს დასახელება აწერიათ, ამჯერად "მოტომამის" ლოგო იქნება წარმოდგენილი.

"მოტომამი" ცნობილი ესპანელი მომღერლის, როსალიას უკანასკნელი ალბომის სახელია. 

როსალიამ დღეს ამ განსაკუთრებულ მაისურში იპოზიორა კიდეც.

შეგახსენებთ, რომ კატალონიელებმა ლა ლიგის პირველი წრის "კლასიკოშიც" განსხვავებული მაისურით ითამაშეს. წინა მხარეს მათ მაშინ კანადელი მომღერლის, დრეიკის ჰქონდათ გამოსახული და ანგარიშით 1:3 წააგეს.

"რეალთან" მორიგი შეხვედრა ჩავის გუნდს 19 მარტს ელოდება.


Facebook კომენტარები