როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" დღეს ლა ლიგის პირველი ტურის მატჩს ჩაატარებენ. კატალონიელები სტუმრად "ვალენსიას" დაუპირისპირდებიან.
Mundo Deportivo-ს ვერსიით, ჰანსი ფლიკი დღევანდელ შეხვედრას ამ თერთმეტეულს დააწყებინებს:
მეკარე: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი
დაცვა: ალეხანდრო ბალდე, ინიგო მარტინესი, პაუ კუბარსი, ჟულ კუნდე
ნახევარდაცვა: ანდრეას კრისტენსენი, ილქაი გიუნდოგანი, მარკ კასადო
თავდასხმა: რაფინია, რობერტ ლევანდოვსკი, ლამინ იამალი
ზუსტად ანალოგიურ შემადგენლობას ელოდება SPORT-იც.
შეგახსენებთ, რომ "ლოს ჩესთან" მატჩისთვის "ბარსელონამ" ვერ მოასწრო დანი ოლმოს დარეგისტრირება, თუმცა ფლიკმა თქვა, რომ ესპანელი ნახევარმცველი ისედაც ვერ ითამაშებდა, რადგან ოპტიმალურ ფიზიკურ კონდიციებში არ იმყოფება.
"მესტალიაზე" გასამართი შეხვედრა თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.