1 წლის და 4 თვის წინ
გაირკვა - ეცდება თუ არა "მანჩესტერი" დე იონგის შეძენას
ავტორი
Aa
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამ ზაფხულს ფრენკი დე იონგის შეძენას არ აპირებს, - იუწყება ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი.
გერმანელი ჟურნალისტის ინფორმაციით, "ემიუსა" და "ბარსელონას" შორის მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.
"წითელმა ეშმაკებმა" არჩევანი "პარი სენ ჟერმენის" ნახევარმცველზე, მანუელ უგარტეზე შეაჩერეს. 23 წლის ურუგვაელის გადაბირებასთან ისინი საკმაოდ ახლოს არიან, ამიტომ შუა ხაზის მეტად გაძლიერებას წესით აღარც უნდა ეცადონ.
მიუხედავად "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მცდელობისა, რომ დე იონგი გაეყიდათ, უდიდესი ალბათობით, ნიდერლანდელი მომდევნო სეზონსაც მათ რიგებში გაატარებს.
27 წლის ფრენკის აპრილში მიღებული ტრავმა ჯერ კიდევ არ მოუშუშებია. მოედანზე მის დაბრუნებას სექტემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ ვარაუდობენ.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
2 თვის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 თვის და 4 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის და 1 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი