3 თვის და 1 კვირის წინ
"3 ქულა კარგია, მაგრამ..." - ფლიკი "ვალენსიასთან" მატჩის შემდეგ
"3 ქულა კარგია, მაგრამ..." - ფლიკი "ვალენსიასთან" მატჩის შემდეგ

ჰანსი ფლიკმა ლა ლიგაში თავისი მოღვაწეობა გამარჯვებით დაიწყო. "ბარსელონა" გუშინ "ვალენსიას" ესტუმრა და მიუხედავად იმისა, რომ უგო დუროს გოლით მარცხებოდა, თამაში მაინც შემოატრიალა. რობერტ ლევანდოვსკის დუბლმა საბოლოო ანგარიშად 1:2 დააფიქსირა.

მძიმე ბრძოლაში მოგებული შეხვდრა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარმა მწვრთნელმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე შეაფასა.

"სამი ქულით დაწყება ყოველთვის კარგია, მაგრამ ყველაფერი კარგი არ ყოფილა. ბევრი რამ გვაქვს გასაუმჯობესებელი. ვიბრძოლეთ, დიდი ენერგია დავხარჯეთ და 3 ქულაც დავიმსახურეთ. ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ეს მეორე ტაიმში გავაკეთეთ. ამით კმაყოფილი ვარ."

"ცენტრფორვარდის უკან თამაში ლამინსაც შეუძლია და რაფინიასაც. ლამინი ფანტასტიკური ფეხბურთელია და მიხარია, რომ იგი ჩვენს გუნდში თამაშობს. ყველას უყვარს მისი თამაშის ყურება. სწორედ ამიტომაა ასეთი წარმატებული."

"ჩვენი მომდევნო მატჩიც რთული იქნება, მაგრამ მისთვის მოსამზადებლად მთელი კვირა გვაქვს."

"ვფიქრობ, რომ გიუნდოგანი ჩვენთან დარჩება. დღეს ის სათამაშოდ მზად არ იყო. მას მცირე დისკომფორტი ჰქონდა. ამაზე ვისაუბრეთ, ოღონდ ეს ჩვენს შორის დარჩება."

"უფრო მეტის თქმა ბარსელონაში დაბრუნების შემდეგ შეგვეძლება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბალდე თავს კარგად გრძნობს."

"მარკ ბერნალმა კარგი მატჩი ჩაატარა."

შეგახსენებთ, რომ გუშინდელი გამარჯვებით "ბარსელონა" ლა ლიგის ცხრილს სათავეში ჩაუდგა. მე-2 ტურში კატალონიელები ბილბაოს "ატლეტიკს" დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 24 აგვისტოს შედგება.


Facebook კომენტარები