დეკუმ საყრდენი ნახევარმცველის ტრანსფერის გეგმა ხელახლა გააქტიურა, - იუწყება Diario SPORT-ის ჟურნალისტი, ტომას ანდრეუ.
"ბარსელონას" სპორტულ დირექტორს 6-იანის მოყვანა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სურს. პორტუგალიელი დარწმუნებულია, რომ მას შემდეგ, რაც "ბლაუგრანა" რამდენიმე ფეხბურთელს გაუშვებს, 1 ან 2 მოთამაშის მოყვანა შესაძლებელი იქნება.
შუა ხაზში კადრის დამატების წინააღმდეგი არც ჰანსი ფლიკი უნდა იყოს, თუ გავითვალისწინებთ ორიოლ რომეუს წასვლასა და ილქაი გიუნდოგანის გადაბარგებაზე აგორებულ ხმებსაც.
ბოლო ფეხბურთელი, რომელსაც "ლურჯ-ბროწეულისფრებს" უკავშირებდნენ, ნ'გოლო კანტე იყო, თუმცა არაბული "ალ იტიფაქი" ფრანგის გაშვებას არ აპირებს.
არ გამოვრიცხოთ არც ის, რომ "ბარსამ" ისეთი ფეხბურთელი დაიმატოს, რომლის გვარი კლუბისთვის ამ ზაფხულს საერთოდ არ დაუკავშირებიათ.