სერხიო ბუსკეტსის მომავალზე გავლენა შეიძლება ლიონელ მესის გადაწყვეტილებამ იქონიოს, - იუწყება Relevo.
"ბარსელონას" კაპიტანმა კლუბისგან ახალ კონტრაქტზე შეთავაზება უკვე მიიღო. იგი მასზე დათანხმებასთან ახლოსაა, თუმცა თუ მესი MLS-ში წასვლას გადაწყვეტს, ბუსკეტსს მასთან ერთად თამაში ენდომება.
ლეოს "პარი სენ ჟერმენში" დარჩენის ან "ბარსელონაში" დაბრუნების შემთხვევაში, სერხიო კვლავ "კამპ ნოუზე" გააგრძელებს კარიერას.
წყაროს თანახმად, დღევანდელი მდგომარეობით, ოქროს ბურთის რვაგზის მფლობელის მომავლის განვითარების ყველაზე რეალური სცენარი "პსჟ-სთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაა.
მესის უმაღლეს დონეზე თამაში უნდა, მისი "ბლაუგრანაში" დაბრუნებას კი კლუბის მოქმედ ხელმძღვანელობასთან გაფუჭებული ურთიერთობა და ფინანსური ფეარ-პლეის წესები ართულებს.
შეგახსენებთ, რომ ლეოც და სერხიოც ზაფხულში თავისუფალი აგენტები ხდებიან.