1 წლის და 4 თვის წინ
მოულოდნელი ამბავი - ვის შესთავაზა გიუნდოგანმა თავი
ავტორი
Aa
ილქაი გიუნდოგანმა საკუთარი თავი "მანჩესტერ სიტის" შესთავაზა, - იტყობინება LaTDT.
წყაროს თანახმად, "სიტიზენები" გერმანელის შესაძლო დაბრუნებას განიხილავენ. გამოცემა იუწყება, რომ "ბარსელონაში" 33 წლის ნახევარმცველის სურვილების შესახებ იციან და მას აბარგებას არ აუკრძალავენ.
გიუნდოგანს თავის მომავალთან დაკავშირებით ეჭვები მას შემდეგ გაუჩნდა, რაც აღმოაჩინა, რომ მის პოზიციაზე გუნდში უკვე 6 ფეხბურთელია თავმოყრილი.
ილქაის "ეტიჰადზე" დაბრუნების სურვილი სხვა, უფრო სანდო წყაროებს ჯერ არ დაუდასტურებიათ.
აქვე შეგახსენებთ, რომ გიუნდოგანმა "ვალენსიასთან" მატჩი მცირე დისკომფორტის გამო გამოტოვა. მან დღეს გუნდისგან განცალკევებულად ივარჯიშა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
2 თვის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 თვის და 4 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის და 1 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი