3 თვის წინ
როკე თანახმაა - ვიტორი ამ კვირაში ახალ გუნდს შეუერთდება
როკე თანახმაა - ვიტორი ამ კვირაში ახალ გუნდს შეუერთდება

როგორც ჩანს, "ბარსელონას" ბრაზილიელი თავდამსხმელი, ვიტორ როკე გუნდს ამ კვირაში დაემშვიდობება.

Relevo-ს ინფორმაციით, ლისაბონის "სპორტინგი" "ბლაუგრანას" 19 წლის თავდამსხმელში 20 მილიონ ევროსა და ბონუსებს შესთავაზებს. ტრანსფერს მწვანე შუქი უკვე აუნთო თავად ვიტორმა.

კატალონიურ გრანდს როკეში ფიქსირებულად სურს 30 მილიონი ევროს მიღება, რათა მასში ჩადებული ინვესტიცია შესაბამისად დაიბრუნონ.

ფაბრიციო რომანოს თუ ვენდობით, პორტუგალიელების წინადადება 30 მილიონს აჭარბებს კიდეც, მაგრამ მხოლოდ ბონუსების გათვალისწინებით.

ახალგაზრდა ცხრიანით დაინტერესებულ კლუბად "პორტუც" მიიჩნეოდა. ბოლო ცნობების მიხედვით, "დრაკონები" ბრძოლაში ჩართულები აღარ არიან.

შეგახსენებთ, რომ ვიტორის სანაცვოლოდ "ბარსამ" "ატლეტიკო პარანაენსეს" 31 მილიონი ევრო გადაუხადა. ბრაზილიელმა გუნდის მაისურით ჩატარებულ 16 ოფიციალურ მატჩში 2 გოლი შეაგდო.


Facebook კომენტარები