"ბარსელონა" ახლა მთელ აქცენტს რაფა ლეაუს შეძენაზე გააკეთებს, - იუწყება Mundo Deportivo.
"ლურჯ-ბროწეულისფერებს" დახმარებას პორტუგალიელი შემტევის აგენტი, ჟორჟე მენდეში გაუწევს. კლუბს აქვს ის თანხა, რომლითაც ნიკო გონსალესის ტრანსფერი იყო დაგეგმილი და, ამას გარდა, "მილანი" შეიძლება გარიგებაში ფეხბურთელების ჩართვამაც დააინტერესოს.
წყაროს თანახმად, 25 წლის გარემარბი "ბლაუგრანაში" სიამოვნებით ითამაშებდა.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესასც ლეაუს კატალონიურ გრანდს უკავშირებენ. უკვე ბევრი წელია, რაც ჟოან ლაპორტა რაფაელის დიდ გულშემატკივრად მიიჩნევა.
შესაძლო ტრანსფერზე დაწერა RMC Sports-ის ჟურნალისტმა, ფაბრის ჰოუკინსმაც:
"ბარსელონა" რაფა ლეაუს დასამატებლად ყველაფერს გააკეთებს მიუხედავად იმისა, რომ "მილანი" ფეხბურთელში 90 მილიონ ევროზე მეტს ითხოვს და ტრანსფერის განხორციელება ახლა წარმოუდგენელი ჩანს. "ბარსამ" შეიძლება ფეხბუთელების ჩართვაც სცადოს."
პორტუგალიელს "როსონეროსთან" კონტრაქტი 2028 წლის ივლისამდე აკავშირებს. გასულ უქმეებზე, "ტორინოსთან" მატჩში მან მოედანზე 90 წუთი გაატარა.