3 თვის და 1 კვირის წინ
რატომ და ვინ უშვებს გიუნდოგანს - ყველა დეტალი
რატომ და ვინ უშვებს გიუნდოგანს - ყველა დეტალი

Relevo-ს ინფორმაციით, "ბარსელონაში" თანხმდებიან იმაზე, რომ ილქაი გიუნდოგანი გუნდიდან წასვლასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე გუნდში დარჩენასთან.

გერმანელი ნახევარმცველი გასულ კვირას ჰანსი ფლიკს ესაუბრა, მერე კი სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. არადა, თანამემამულეების დიალოგი მხოლოდ საფეხბურთო საკითხებს მოიცავდა და ილქაის მომავალს საერთოდ არ ეხებოდა.

წყაროს თანახმად, ფლიკს გიუნდოგანისთვის არ უთქვამს, რომ იგი მის გეგმებში არ შედიოდა. 59 წლის სპეციალისტმა ილქაის უთხრა, რომ ათიანის პოზიციაზე, სადაც მას თამაში ყველაზე კარგად გამოსდის, ფეხბურთელთა ჭარბმა რაოდენობამ მოიყარა თავი, თუმცა გამოცდილი ნახევარმცველის გუნდში დარჩენას ის მაინც უჭერდა მხარს.

ასე რომ, 33 წლის ფეხბურთელთან დამშვიდობება არა მთავარი მწვრთნელის, არამედ კლუბის გადაწყვეტილებაა.

გიუნდოგანის წასვლა "ბარსას" დანი ოლმოს დარეგისტრირებაში დაეხმარება. ილქაის სურს, რომ კატალონიურ გრანდს დაეხმაროს და გუნდის გამოცვლას ამიტომაც თანხმდება. 

"ის ჯენტლმენია და დახმარებას ცდილობს," - ამბობენ კლუბში "მანჩესტერ სიტის" ყოფილ კაპიტანზე.

შეგახსენებთ, რომ გიუნდოგანი შეიძლება სწორედ "სიტის" რიგებში დაბრუნდეს. ჟურნალისტ ხოსე ალვარესს თუ დავუჯერებთ, ილქაისაც და "ბარსელონასაც" ეს სურთ, მაგრამ ნახევარმცველს ასევე აქვს შეთავაზებები კატარიდან და საუდის არაბეთიდან.


Facebook კომენტარები