3 წლის და 1 თვის წინ
"ბარსას" ფატის გაშვება უნდა - ანსუს პოზიცია ცნობილია
"ბარსას" ფატის გაშვება უნდა - ანსუს პოზიცია ცნობილია

ანსუ ფატის სეზონის ბოლოს იჯარის წესით წასვლა არ უნდა, - წერს Relevo.

"ბარსელონა" 20 წლის თავდამსხმელის გასაშვებად მზადაა, თუმცა მისი გაყიდვა ჯერ არ გადაწყვეტილა. ყველაზე რეალურ ვარიანტად ანსუმანეს განათხოვრება მოჩანს.

ფატისადმი ინტერესი უკვე გამოხატა რამდენიმე პრემიერლიგურმა კლუბმაც, მაგრამ ახალგაზრდა თავდამსხმელს "კამპ ნოუდან" აბარგება არ სურს.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" ათიანს სჯერა, რომ მას თავისი საუკეთესო ფორმის აღდგენა მხოლოდ კატალონიურ გრანდში შეუძლია. 

სამშაბათს, როცა ერთმანეთს ფატის აგენტი, ჟორჟე მენდეში და ჟოან ლაპორტა შეხვდნენ, ანსუს მომავლის საკითხი განხილულ იქნა. პორტუგალიელი აგენტი უკვე სწავლობს ვარიანტებს იმ შემთხვევისთვის, თუ შემტევს ახალი გუნდის მოძებნა დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ანსუს მონაგარი 6 გოლი და 3 ასისტია.


Facebook კომენტარები