3 თვის და 1 კვირის წინ
"ბარსას" ვარსკვლავი უნდა გაეშვა - რამ არია კლუბის გეგმები
"ბარსას" ვარსკვლავი უნდა გაეშვა - რამ არია კლუბის გეგმები

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" თავისი გერმანელი ნახევარმცველის, ილქაი გიუნდოგანის გაშვება გადაწყვიტა. სახელფასო განაკვეთის შესამსუბუქებლად "ლურჯ-ბროწეულისფრები" ილქაისთან უფასოდ დამშვიდობებისთვისაც კი არიან მზად.

საინტერესოა, რომ ჟურნალისტ ვიქტორ ნაეს თუ დავუჯერებთ, "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობას ამ ზაფხულ სულ სხვა ვარსკვლავის გასხვისება ჰქონდა განზრახული.

წყაროს თანახმად, "ბარსა" რონალდ არაუხოს გაყიდვას აპირებდა, მაგრამ ურუგვაელმა მცველმა 4-თვიანი ტრავმა მიიღო. არადა, რონალდით "მანჩესტერ იუნაიტედი", "ბაიერნი" და "ჩელსი" იყვნენ დაინტერესებულნი, ამიტომ მისი მსურველის მოძებნა არ გაჭირდებოდა.

რაც შეეხება სხვა ვარსკვლავებს, მათი გაყიდვა ამიტომ გამოირიცხა:

ფრენკი დე იონგთან ლაპარაკი შეუძლებელია.

რობერტ ლევანდოვსკი და მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ხელშეუხებლებად განიხილებიან.

რაფინია წასვლაზე უარს ამბობს (ნიკოს ტრანსფერი რომ გამოსულიყო, კლუბი მასზე უფრო დიდ ზეწოლას მოახდენდა).

ასე და ამგვარად, "ლურჯ-ბროწეულისფერთათვის" ერთადერთ გამოსავლად გიუნდოგანის გაშვება დარჩა. 33 წლის შუახაზელის წასვლით გამოთავისუფლებულ სივრცეს კლუბი დანი ოლმოსა და სხვა ახალწვეულების დასარეგისტრირებლად გამოიყენებს.


Facebook კომენტარები