2 წლის და 2 თვის წინ
"ბარსას" შეთავაზება ცნობილია - რას ითხოვს "იუვე" კიეზაში
ავტორი
Aa
როგორც გუშინ გავარკვიეთ, სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე ტურინის "იუვენტუსის" გარემარბის, ფედერიკო კიეზას დამატებას ეცდება.
TuttoJuve-ს ჟურნალისტის, მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, "ბლაუგრანა" პირველ შეთავაზებასაც ამზადებს.
კატალონიური გრანდი მზადაა, რომ 26 წლის შემტევში 10 მილიონი ევრო გადაიხადოს. ბონუსების ჩათვლით, ფედერიკოს ხელფასი "ბარსაში" 6 მილიონი ევრო იქნება.
"ბიანკონერისგან" ამ შეთავაზებაზე დათანხმება ნაკლებადაა სავარაუდო, რადგან ისინი კიეზაში 15 მილიონ ევროს ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ "ზებრები" იტალიელი ფეხბურთელის გაშვებით თავად არიან დაინტერესებულნი. ფედერიკო გუნდის ახალი თავკაცის, ტიაგო მოტას გეგმებში არ შედის.
ცნობისთვის, წინა სეზონში ჩატარებულ 37 მატჩში კიეზამ 10 გოლი და 3 ასისტი მიითვალა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი