3 თვის წინ
ლეაუ თუ კიეზა - რომელს ვიხილავთ "ბარსელონაში"
ლეაუ თუ კიეზა - რომელს ვიხილავთ "ბარსელონაში"

მარცხენა გარემარბის დამატება "ბარსელონასთვის" სატრანსფერო ფანჯრის დარჩენილი დღეების მთავარი მიზანი იქნება. ბოლო ცნობების მიხედვით, კატალონიურ გრანდს ორი ვარიანტი აქვს: რაფაელ ლეაუ და ფედერიკო კიეზა.

El Chiringuito-ს ჟურნალისტი, ხოსე ალვარესი ირწმუნება, რომ "ბლაუგრანასა" და "მილანს" შორის უკვე შედგა კონტაქტი რაფას თაობაზე და "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში თამაში თავად ფეხბურთელსაც უნდა.

წყაროს თანახმად, "ბარსას" ლეაუს სატრანსფერო თანხის გადახდა შეუძლია. ტრანსფერის ამ ზაფხულსვე განხორციელებას კლუბში არ გამორიცხავენ.

განსხვავებულ პოზიციაზეა SPORT. გამოცემა იუწყება, რომ დეკუმ 25 წლის შემტევის აგენტს, ჟორჟე მენდეშს ჰკითხა მისი კლიენტის შესახებ, მაგრამ ფინანსური ფეარ პლეის რეგულაციებიდან გამომდინარე, "ბარსაში" ლეაუს შეძენა პრაქტიკულად წარმოუდგენლად განიხილება.

"ამ ზაფხულს "ბარსამ" ნიკო უილიამსის, ლუის დიასისა და ახლა რაფა ლეაუს ყიდვაც სცადა. სამივე მათგანი კლუბის ფინანსური მდგომარეობის გამო გამოირიცხა," - წერს SPORT.

ამავე სტატიაში ვკითხულობთ, რომ "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" საბოლოო სამიზნედ ფედერიკო კიეზა შეარჩიეს. "იუვენტუსის" გარემარბი 15 მილიონი ევრო დაჯდება.

ცნობისთვის, გასულ სეზონში ჩატარებულ 37 მატჩში ფედემ 10 გოლი და 3 ასისტი მიითვალა. ლეაუს სტატისტიკა შემდეგნაირი გახლდათ: 47 მატჩი, 15 გოლი, 14 საგოლე გადაცემა.


Facebook კომენტარები