2 წლის და 1 თვის წინ
ლევანდოვსკი "ბარსას" ისტორიაში - ძალიან საინტერესო ფაქტი
ავტორი
Aa
რობერტ ლევანდოვსკი 36 წლის გახდა.
პოლონელი ახლა "ბარსელონას" ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული თავდამსხმელია. ასაკით ყველაზე უფროს ფეხბურთელებს შორის, რომლებსაც "ბლაუგრანაში" უთამაშიათ, რობერტი მე-8 ადგილზეა, მის წინ კი მხოლოდ მცველები (დანი ალვეში, ხოსე რამონ ალეხანკო, ხოან სეგერა, მიჩელი, ლილიან ტურამი) და მეკარეები (ხოსე მანუელ პინტო, ანტონი რამალეცი) არიან.
ამ სიაში პირველ ადგილზე გადასასვლელად ლევანდოვსკის "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში კიდევ 3 წლის გატარება მოუწევს. რეკორდსმენი ალვეშის შედეგი 39 წელი და 16 დღეა.
"ბარსას" ცხრიანს კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ივლისამდე აკავშირებს, თუმცა მასში 1 წლით გახანგრძლივების ოფციაცაა ჩადებული.
აქვე გეტყვით, რომ "ბლაუგრანას" მაისურით ჩატარებულ 96 მატჩში რობერტმა 61 გოლი გაიტანა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ