3 თვის წინ
ნიკო გამოირიცხა - ფლიკის შემდეგი სამიზნე რაშფორდია
ნიკო გამოირიცხა - ფლიკის შემდეგი სამიზნე რაშფორდია
ავტორი
Aa

ნიკო უილიამსის გამორიცხვის შემდეგ, ჰანსი ფლიკმა "ბარსელონას" "მანჩესტერ იუნაიტედის" მარკუს რაშფორდის შეძენა სთხოვა. 

მას შემდეგ, რაც ფლიკი "ბარსელონას" სათავეში ჩაუდგა, ნათლად გამოხატა პოზიცია, რომ მას გუნდში მარცხენა გარემარბი სურს, რომელსაც გოლის გატანა და დრიბლინგი მაღალ დონეზე შეეძლება. 

შეგახსენებთ, რომ კატალონიურმა კლუბმა მიზნად ევრო 2024-ის ტრიუმფატორი ესპანელი ნიკო უილიამსის ტრანსფერი დაისახა, რომელზეც ზაფხულის უმეტესი ნაწილი იმუშავა. თუმცა, ყველაფერი უშედეგოდ დასრულდა, როდესაც "ბილბაომ" ნიკოს კლუბის დატოვების საშუალება არ მისცა.

იმის გამო, რომ უილიამსის ტრანსფერი ზაფხულში გამორიცხულია, "ბლაუგრანამ" გამოავლინა რამდენიმე ალტერნატივა, მათ შორის მიუნხენის "ბაიერნის" ფრანგი შემტევი კინგსლი კომანი. გარდა ამისა, კიდევ ერთი გასაოცარი სახელი, რომელიც მათ სიაში გამოჩნდა, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი, მარკუს რაშფორდია. ჟურნალისტის ალბერტ ფერნანდესის თქმით, ფლიკმა კლუბს ინგლისელი გარემარბის შეძენა სთხოვა. 

მართალია, კატალონიურ გრანდს ჯერ არ წარუდგენია ოფიციალური შეთავაზება "წითელი ეშმაკების" ვარსკვლავისთვის და ჯერ კიდევ გასარკვევია, განიხილავენ თუ არა ისინი ფეხბურთელის გადასვლას ზაფხულის ფანჯრის დახურვამდე, თუმცა, ინგლისურმა მხარემ ვინგერის გაშვების სურვილი არაერთხელ გამოთქვა, რაც "ბარსას" შანსებს ერთი ორად ზრდის.

რაც შეეხება უშუალოდ რაშფორდს, მისი შემდეგი თამაში ერიკ ტენ ჰაგის გუნდში შაბათს გაიმართება, როდესაც ისინი პრემიერ ლიგაში "ბრაიტონს" დაუპირისპირდებიან.


Facebook კომენტარები