SPORT-ის ინფორმაციით, ილქაი გიუნდოგანისა და ვიტორ როკეს გაშვება "ბარსელონას" დიდ დახმარებას გაუწევს, მაგრამ დანი ოლმოს ლა ლიგაში დასარეგისტრირებლად მიკაილ ფაიეს გაყიდვაც იქნება საჭირო.
ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ სენეგალელი მცველით "პსვ ეინდჰოვენი", "ლილი" და "რენი" არიან დაინტერესებულნი.
ერედივიზიონის ბინადართა შეთავაზება შემდეგნაირია: 11 მილიონი ევრო ფიქსირებული თანხის სახით, 2 მილიონი ევრო კი - ბონუსებად.
"ბლაუგრანა" დაიტოვებს 20 წლის უკანახაზელის უკან გამოსყიდვის უფლებასაც. ამის გაკეთება "ლურჯ-ბროწეულისფრებს" 30 მილიონ ევროზე დიდ თანხად მოუწევთ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო სიტყვა მაინც ფაიეზე იქნება, ვინაიდან ფრანგული კლუბების წინადადებებიც დაახლოებით მსგავსია.
მიკაილს კატალონიურ გრანდთან კონტრაქტი 2027 წლის ივლისამდე აკავშირებს.