1 წლის და 4 თვის წინ
მას ისევ "ბარსაში" უნდა - ნეიმარი უკან არაფერზე დაიხევს
ავტორი
Aa
ნეიმარს "ბარსელონაში" ნებისმიერ ფასად დაბრუნება სურს, - იუწყება ჟოან ფონტესი.
წყაროს თანახმად, ბრაზილიელ ვარსკვლავს "ბლაუგრანაში" დაბრუნების იმედი ილქაი გიუნდოგანის წასვლასთან დაკავშირებულმა ხმაურმა აღუძრა.
სანდო წყაროებს "ალ ჰილალის" შემტევის ეს სურვილი არ დაუდასტურებიათ, თუმცა ნეიმარს კატალონიაში დაბრუნებისკენ გული ყოველ წელს მიუწევდა ხოლმე, ამიტომ მსგავსი წადილი ახლაც რომ ამოძრავებდეს, გასაკვირი არ უნდა იყოს.
ცხადია, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რთული ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ნეის კვლავ მათ რიგებში თამაში გამორიცხულად უნდა მივიჩნიოთ.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი "ალ ჰილალს" 2023 წლის ზაფხულში შეუერთდა, მალევე კი უმძიმესი ტრავმა მიიღო, რამაც 271 დღე გამოატოვებინა. მოედანზე იგი ახლახანს დაბრუნდა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
2 თვის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 თვის და 4 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის და 1 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი