3 თვის წინ
კიეზა დათმობაზე წავა - რა პირობა აქვს იტალიელს
კიეზა დათმობაზე წავა - რა პირობა აქვს იტალიელს

"ბარსელონა" ფედერიკო კიეზას დამატებას გეგმავს. იტალიელი "იუვენტუსს" 10-15 მილიონ ევროდ დატოვებს, - იუწყება Relevo.

ესპანური გამოცემის ინფორმაციით, "ბებერ ქალბატონს" შეთავაზება ჯერ არ მიუღია, თუმცა "ბლაუგრანას" ინტერესის შესახებ იცის. კატალონიაში გადაბარგება თავად ფეხბურთელსაც უნდა.

საინტერესოა, რომ იტალიელი გარემარბი მზადაა ხელფასი 4 მილიონ ევრომდე შეიმციროს, რათა "ბარსაში" ტრანსფერს ხელი არ შეეშალოს.

ერთადერთი პირობა, რომელიც ფედერიკოს აქვს, "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" დასადები ხელშეკრულების ხანგრძლივობაა. "ზებრების" შემტევს 3-წლიანი კონტრაქტის მიღება უნდა.

შეგახსენებთ, რომ "ზებრები" იტალიელი ფეხბურთელის გაშვებით თავად არიან დაინტერესებულნი. ფედერიკო გუნდის ახალი თავკაცის, ტიაგო მოტას გეგმებში არ შედის.

ცნობისთვის, წინა სეზონში ჩატარებულ 37 მატჩში კიეზამ 10 გოლი და 3 ასისტი მიითვალა.


Facebook კომენტარები