1 წლის და 4 თვის წინ
ორიდან ერთ-ერთი წავა - "ბარსას" კიდევ ერთი მცველი ტოვებს
ავტორი
Aa
მომდევნო დღეებში "ბარსელონა" შეიძლება ერიკ გარსიამ ან ანდრეას კრისტენსენმა დატოვონ, - იუწყება SPORT.
ცენტრალური მცველებიდან ერთ-ერთს "ბლაუგრანა" სახელფასო ჭერის გამოსათავისუფლებლად დაემშვიდობება. სხვათა შორისს, ანდრეასსა და ერიკს ისიც აერთიანებს, რომ საყრდენ ნახევარმცველად თამაში ორივეს შეუძლია.
არ არის გამორიცხული, გარსია კვლავ "ჟირონაში" დაბრუნდეს. ერიკმა იქ გასული სეზონი გაატარა იჯარის წესით და ბრწყინვალე შთაბეჭდილებაც დატოვა.
რაც შეეხება 28 წლის დანიელს, მისით "ნიუკასლ იუნაიტედია" დაინტერესებული. გაჟღერდა არაბული "ალ ჰილალის" სახელი, მაგრამ ნაკლებსავარაუდოა, რომ ანდრეასი ევროპიდან აიბარგოს.
შეგახსენებთ, რომ გარსია "ბარსას" 2021 წელს შეუერთდა, ხოლო კრისტენსენი - 2022 წელს. ორივე გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
2 თვის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 თვის და 4 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის და 1 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი