1 წლის და 4 თვის წინ
ითამაშებს თუ არა ოლმო "ბილბაოსთან" - ბოლო ცნობები
ავტორი
Aa
"ბარსელონაში" იმედი აქვთ, რომ დანი ოლმოს დარეგისტრირებას "ატლეტიკ ბილბაოსთან" მატჩისთვის მოასწრებენ, - იუწყება SPORT.
ილქაი გიუნდოგანისა და მიკაილ ფაიეს გაშვებამ "ბლაუგრანას" ამის შესაძლებლობა გაუჩინა. ილქაის "მანჩესტერ სიტიში" და მიკაილის "რენში" ტრანსფერები უახლოეს საათებში გაიხსნება, რაც "ლურჯ-ბროწეულისფრებს" ხელ-ფეხს გაუხსნით.
საინტერესოა, რომ ოლმოსა და ფაიეს ერთი და იგივე აგენტი ჰყავთ.
26 წლის ესპანელი "ბარსამ" გერმანული "ლაიფცისგან" 62 მილიონ ევროდ (ბონუსების ჩათვლით) შეიძინა. კატალონიური გრანდის მაისურით იგი მოედანზე ჯერ კიდევ არ გასულა.
აქვე გეტყვით, რომ "ბარსელონასა" და "ატლეტიკის" მატჩი 24 აგვისტოს, თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
2 თვის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 თვის და 4 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის და 1 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი