1 წლის და 4 თვის წინ
ფლიკმა "ბარსელონას" ვარსკვლავის გაშვება დაბლოკა
ავტორი
Aa
ჰანსი ფლიკმა ამ ზაფხულს რობერტ ლევანდოვსკის გაშვებაზე თქვა უარი, - იუწყება Relevo.
ესპანური გამოცემა არ ამხელს, თუ სად შეიძლებოდა პოლონელ თავდამსხმელს გაეგრძელებინა კარიერა, მაგრამ ცნობილია, რომ 36 წლის ცენტრფორვარდს არაბული და ამერიკული კლუბები უმიზნებდნენ.
ცხადია, ყველაფერი თავად რობერტის სურვილზეც იქნებოდა დამოკიდებული, რადგან "ბლაუგრანასთან" კონტრაქტი მას 2026 წლის ივლისამდე აკავშირებს.
როგორც ჩანს, ფლიკი ვეტერან ცხრიანზე დიდ იმედს ამყარებს. სხვათა შორის, ჰანსის წინამორბედი, ჩავი ერნანდესი ლევანდოვსკის გაყიდვის მომხრე გახლდათ, თუმცა ამის გაკეთება არ დასცალდა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ლევანდოვსკიმ ახალი სეზონი წარმატებულად დაიწყო. "ვალენსიასთან" მატჩში მან დუბლი შეასრულა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
2 თვის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 თვის და 4 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის და 1 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი