3 თვის წინ
კანსელუ ჯერ არ დაკარგულა - რისი იმედი აქვს "ბარსას"
კანსელუ ჯერ არ დაკარგულა - რისი იმედი აქვს "ბარსას"

ჰანსი ფლიკმა "ბარსელონას" ჟოაუ კანსელუს ტრანსფერზე მწვანე შუქი აუნთო, - იუწყება Mundo Deportivo.

პორტუგალიელ ფლანგელს საუდის არაბეთიდან აქვს შეთავაზება, მაგრამ იგი ფიქრობს, რომ შედარებით დაბალი დონის ჩემპიონატში თამაშისთვის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა. კანსელუს "ბლაუგრანაში" ტიტულებისთვის ბრძოლა უნდა.

წყაროს თანახმად, "ბარსა" 30 წლის მარჯვენა მცველის კვლავ იჯარის წესით დამატებას ეცდება.

"მანჩესტერ სიტისთან" დადებულ გარიგებაში შეიძლება ჩაიდოს გამოსყიდვის პუნქტიც, რომელსაც "ლურჯ-ბროწეულისფერთათვის" ხელმისაწვდომი ღირებულება ექნება.

კატალონიური გრანდის ოპტიმიზმს ზრდის მათსა და "ქალაქელებს" შორის არსებული კარგი ურთიერთობა. ეს ურთიერთობა ილქაი გიუნდოგანის "ეტიჰადზე" უფასოდ დაბრუნებამ (რომელიც უახლოეს დღეებში დადასტურდება) კიდევ უფრო გააუმჯობესა.

აქვე გეტყვით, რომ ჟოაუ "ბლაუგრანაში" წინა სეზონშიც იყო განათხოვრებული. 42 მატჩში მან 4 გოლი და 5 ასისტი მიითვალა.


Facebook კომენტარები