3 თვის წინ
"ლა მასია XI" - როგორია "ბარსას" სასტარტო მხოლოდ აკადემიის აღზრდილებით
"ლა მასია XI" - როგორია "ბარსას" სასტარტო მხოლოდ აკადემიის აღზრდილებით

"ბარსელონაში" მოსვლის დღიდანვე, ჰანსი ფლიკმა ღიად დააფიქსირა, რომ კლუბის ფილოსოფიას, რომელიც "ლა მასიას" ნდობასა და ნიჭიერი ახალგაზრდების განვითარებაზეა დაფუძნებული, უდიდეს პატივს სცემს.

გერმანელი სპეციალისტი რომ აკადემიის აღზრდილ მოთამაშეებს ენდობა, პრესეზონის მატჩებსა და ლა ლიგის პირველ ტურშიც ძალიან კარგად გამოჩნდა.

ამასთან დაკავშირებით, Marca-მ შემოგვთავაზა "ბლაუგრანას" სასტარტო თერთმეტეულის ისეთი ვერსია, სადაც ყველა ფეხბურთელი "ლა მასიას" პროდუქტი იქნება. ეს თერთმეტეულიც ფლიკის საყვარელი, 4:2:3:1 განლაგებითაა შედგენილი:

მეკარე: ინიაკი პენია

დაცვა: ჰექტორ ფორტი, პაუ კუბარსი, ერიკ გარსია, ალეხანდრო ბალდე

ნახევარდაცვა: პაბლო გავი, მარკ კასადო, დანი ოლმო

თავდასხმა: ლამინ იამალი, ანსუ ფატი, ფერმინ ლოპესი

სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე "ბარსა" შეიძლება ფატიმ, ფორტმა ან გარსიამ დატოვონ, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, ამ შემადგენლობას ერთ, შედარებით უმნიშვნელო მატჩში სიამოვნებით ვნახავდით.


Facebook კომენტარები