3 თვის წინ
ოფიციალურად - გიუნდოგანმა "ბარსელონა" დატოვა
ოფიციალურად - გიუნდოგანმა "ბარსელონა" დატოვა
ავტორი
Aa

"ბარსელონაში" ერთი სრული სეზონის გატარების შემდეგ, ილქაი გიუნდოგანი ოფიციალურად "მანჩესტერ სიტიში" დაბრუნდა, კლუბმა ტრანსფერი უკვე დაადასტურა. 

ცნობილია, რომ გიუნდოგანმა "ბარსელონას" რიგები უსასყიდლოდ დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ მას კლუბთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით აკავშირებდა. 

გერმანელ ნახევარმცველს "ბარსასთან" კონტრაქტი გაუუქმდა, თუმცა, ის დათანხმდა, რომ არ მოითხოვდა იმ დარჩენილი ორი წლის ანაზღაურებას, რაც წესით მას თავისუფლად ეკუთვნოდა. ამრიგად, ესპანურმა კლუბმა ამ გზით დაახლოებით 18 მილიონი ევრო დაზოგა.

შეგახსენებთ, რომ გუნდოგანმა "ბარსაში" ჯამში 51 თამაში ჩაატარა, გაიტანა 5 გოლი და შეასრულა 14 საგოლე გადაცემა. გასულ სეზონში "ბლაუგრანას" არც ერთი ნახევარმცველი არ ყოფილა ისეთი თანმიმდევრული და შედეგიანი, როგორც გერმანელი.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ისტორიულ 2022/23 წლების სეზონში, როდესაც "ქალაქელებმა" "ტრებლი" მოიგეს, ილქაი "მანჩესტერ სიტის" კაპიტანი იყო. ახლა კი ის კვლავ ყოფილ გუნდს უბრუნდება.


Facebook კომენტარები