1 წლის და 4 თვის წინ
"ბარსას" უკვე 5 კაპიტანი ჰყავს! - მოულოდნელობა სიაში
ავტორი
Aa
"ბარსელონამ" 2024/2025 წლების სეზონისთვის კაპიტნების ხუთეული გამოაცხადა. მათი სია შემდეგნაირად გამოიყურება:
კაპიტანი: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი
ვიცე-კაპიტანი: რონალდ არაუხო
მესამე კაპიტანი: ფრენკი დე იონგი
მეოთხე კაპიტანი: რაფინია
მეხუთე კაპიტანი: პედრი
ხუთი კაპიტნის გამოცხადება ერთგვარი მოულოდნელობაა, რადგან აქამდე კლუბი მხოლოდ ოთხეულს ასახელებდა ხოლმე. შეგახსენებთ, რომ ამ სიაში ცვლილებების შეტანის საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც "ბლაუგრანა" თავისმა აწ უკვე ყოფილმა კაპიტანმა, სერხი რობერტომ დატოვა;
ასევე საინტერესოა, რომ კაპიტნობა არ ერგო გუნდის ყველაზე გამოცდილ წევრს, რობერტ ლევანდოვსკის. ამას ვერც "ბლაუგრანაში" გატარებული დროის სიმცირეს დავაბრალებთ, რადგან პოლონელი და რაფინია გუნდში ერთ ზაფხულს მივიდნენ.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
2 თვის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 თვის და 4 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის და 1 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი