3 თვის წინ
ბრავო: "ბარსელონა" პატარა გუნდივით მუშაობს"
ბრავო: "ბარსელონა" პატარა გუნდივით მუშაობს"
ავტორი
Aa

"ბარსა გლობალურ დონეზე გიგანტურია, მაგრამ ისინი ისე მუშაობენ, როგორც პატარა გუნდი. კლუბში ვხედავთ ერთნაირ სახეებს, რამდენიმე ადამიანს: მოთამაშეებს, პერსონალს, მცველებს და ა.შ." - განუცხადა კლაუდიო ბრავომ მედიას. 

„ამავდროულად, "მანჩესტერ სიტიც" გიგანტური კლუბია, თუმცა ისინი პერსონალზე მეტად მოთამაშის საუკეთესოდ განვითარებაზე მუშაობენ, რაც სწორი მიდგომაა." დაამატა ვეტერანმა ჩილელმა კარის მცველმა.

დღეის მდგომარეობით, რამდენად ლოგიკურია ამ ორი კლუბის მდგომარეობის შედარება რთული საკითხია, თუმცა, ფაქტია, "ბარსელონას" შტაბი დიდი ხანია არ იცვლება და არც იხვეწება ისე სწრაფად, როგორც "მანჩესტერ სიტის". ბრავომ კლუბი დიდი ხნის წინ დატოვა, მაგრამ ზოგიერთი მწვრთნელი, ვინც მას იმ დროს ავარჯიშებდა, ისევ კლუბშია. 

შეგახსენებთ, რომ კლაუდიო ბრავო "ბლაუგრანას" შემადგენლობაში 2014 წლიდან 2016 წლამდე ირიცხებოდა. მან კლუბთან ერთად ჯამში რვა ტიტული მოიგო.


Facebook კომენტარები