1 წლის და 4 თვის წინ
"ბარსა" კიეზას ტრანსფერთან ძალიან ახლოსაა
ავტორი
Aa
"ბარსელონა" ფედერიკო კიეზას ტრანსფერის დახურვასთან ძალიან ახლოსაა, - იუწყება ჯანლუკა დი მარციო.
"ბლაუგრანაც" და "იუვენტუსიც" დარწმუნებულნი არიან, რომ მხარეები შეთანხმდებიან.
გავრცელებული ცნობების თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პირველი შეთავაზება 13 მილიონი ევროს ღირებულებისა გახლდათ. "ბიანკონერის" 26 წლის იტალიელში 15 მილიონის მიღების იმედი აქვს.
თავად ფედერიკოს "ბარსაში" გადაბარგება ძალიან უნდა. იგი სახელფასო მოთხოვნების შემცირებისთვისაც მზადაა.
აქვე გეტყვით, რომ წინა სეზონში კიეზამ "ბებერი ქალბატონის" მაისური 37 მატჩში მოირგო. მან თავი 10 გოლითა და 3 ასისტით გამოიჩინა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
2 თვის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 თვის და 4 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის და 1 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი