3 თვის წინ
"ნიკოს ეს ვუთხარი" - ჰანსი ფლიკი "ბილბაოსთან" მატჩის შემდეგ
"ნიკოს ეს ვუთხარი" - ჰანსი ფლიკი "ბილბაოსთან" მატჩის შემდეგ

"ბარსელონამ" ლა ლიგის მეორე ტურის მატჩში ბილბაოს "ატლეტიკს" 2:1 მოუგო. კატალონიელთა მხრიდან გოლები ლამინ იამალმა და რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანეს, ბასკების ერთადერთი შედეგიანი დარტყმა კი ოიან სანსეტის ანგარიშზე გახლდათ.

გამარჯვებით დასრულებული შეხვედრა "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა შეაფასა.

"დაბრუნდა თუ არა ლევანდოვსკის საუკეთესო ვერსია? ბედნიერი ვარ, რადგან ის კარგად ვარჯიშობს. იგი ბევრს და მაღლა აპრესინგებდა. ჩვენი თამაშის სტილს ეს შესანიშნავად ერგება."

"რაფინიას შეტევის ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში. გასაოცარია, რომ ასეთი ფეხბურთელი გვყავს. მეტოქის წნეხში მოქცევა სწორედ მისგან იწყება. არ ველოდი, რომ რაფინიას პრესინგის ამ ინტენსივობით თამაში შეეძლო. 90 წუთის განმავლობაში, იგი მთელ მოედანს ფარავს. ის ბრწყინვალე ფორმაშია."

"რა ვუთხარი ნიკოს მატჩის შემდეგ? არაფერი. მას მხოლოდ ევროპის ჩემპიონატის მოგება მივულოცე."

"ესპანური იმაზე გაცილებით უკეთ მესმის, ვიდრე ვლაპარაკობ. წინ მივდივარ. ადვილი არაა, მაგრამ ძალიან კარგი მასწავლებლები მყავს. ცოტ-ცოტათი ვსწავლობ."

კატალონიური გრანდი პრიმერას მესამე ტურის შეხვედრას 27 აგვისტოს ჩაატარებს. თბილისის დროით 23:30 საათიდან "ლურჯ-ბროწეულისფრები" "რაიო ვალეკანოს" დაუპირისპირდებიან.


Facebook კომენტარები