3 თვის წინ
იამალი: "მამაჩემს ამაზე დავენიძლავე"
იამალი: "მამაჩემს ამაზე დავენიძლავე"

ლამინ იამალი ახალ სეზონს ბრწყინვალედ იწყებს. "ვალენსიასთან" მატჩში 17 წლის შემტევმა საგოლე გადაცემა მიითვალა, ბილბაოს "ატლეტიკთან" კი ულამაზესი გოლით დაგვამახსოვრა თავი.

ამ გოლის შესახებ "ბარსელონას" ვარსკვლავმა მატჩის შემდეგ ისაუბრა.

"მამაჩემს დავენიძლავე, თუ რამდენ გოლსა და საგოლე გადაცემას დავაგროვებ ამ სეზონში. ვნახოთ, მართალი გამოვდგები თუ არა.

პირველი საშინაო მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია. გამარჯვებით დაწყება კარგია. ბედნიერები ვართ. თავიდანვე კარგად გამოვიყურებოდით.

"ატლეტიკზე" უკეთესები ვიყავით. მათ პენალტი გაიტანეს, მაგრამ სხვა რეალური მომენტი არ შეუქმნიათ.

როგორც კი ბურთს ვიღებ, წინ წასვლასა და გოლის გატანაზე ვფიქრობ.

გოლის მომენტში პატარა სივრცე დავინახე. შევამჩნიე ისიც, რომ ნიკო უილიამსი ჩემკენ მაღალი სიჩქარით მორბოდა, ამიტომ დავარტყი. ეს დიდებული გოლი იყო და გუნდის პერფომანსით კმაყოფილი ვარ," - თქვა იამალმა.

შეგახსენებთ, რომ 27 აგვისტოს ლამინი და მისი თანაგუნდელები "რაიო ვალეკანოს" შეხვდებიან.


Facebook კომენტარები