"ბარსელონამ" ბილბაოს "ატლეტიკს" 2:1 მოუგო, რაც იმას ნიშნავს, რომ კატალონიური გრანდი ლა ლიგის ახალ სეზონს ორიდან ორი გამარჯვებით იწყებს.
ჰანსი ფლიკმა ამ შედეგით ის ნავსი გატეხა, რომელიც "ლურჯ-ბროწეულისფრებს" 2020/2021 წლების სეზონის შემდეგ აწუხებდათ. სწორედ 2020 წელს დაფიქსირდა აქამდე ბოლო შემთხვევა, როცა კატალონიელებმა პრიმერას პირველ ორ ტურში იზეიმეს გამარჯვება.
სხვათა შორის, ჩავი ერნანდესმა "ბარსას" თავკაცის რანგში ეს ვერცერთხელ გააკეთა.
2022/2023 წლების სეზონის სტარტზე "მაესტროს" დამოძღვრილმა გუნდმა "რაიო ვალეკანოსთან" პირველ ტურში ფრე ითამაშა, 2023/2024 წლების სეზონი კი "ხეტაფესთან" ნათამაშები ყაიმით დაიწყო.
რა თქმა უნდა, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ გერმანელი სპეციალისტი ესპანეთის ჩემპიონატს რომ უკეთ იწყებს, ფაქტია.
აქვე შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის სატურნირო ცხრილს "ბლაუგრანა" ვიგოს "სელტასთან" ერთად, 6 ქულით ლიდერობს.