3 თვის წინ
როკე "ბეტისში" მიდის - შეთანხმების ყველა დეტალი
როკე "ბეტისში" მიდის - შეთანხმების ყველა დეტალი

"ბარსელონას" ბრაზილიელი თავდამსხმელის, ვიტორ როკეს "ბეტისში" გადაბარგება გადაწყვეტილია. 19 წლის ფორვარდმა გუშინ სევილიელთა კაშნეთიც იპოზიორა, ტრანსფერის გაოფიციალურებას კი მომდევნო საათებში ველოდებით.

Mundo Deportivo იუწყება, რომ როკე "ბენიტო ვილამარინზე" ორწლიანი იჯარით მიდის.

კატალონიელებს ვიტორის უფასოდ დაბრუნების შესაძლებლობება 2025 წლის ზაფხულში ექნებათ.

გარდა ამისა, 2026 წლის ივლისში "ბეტისს" ბრაზილიელის უფლებების 80%-ის 25 მილიონ ევროდ გამოსყიდვა შეეძლება. ამ შემთხვევაში, როკეს დასაბრუნებლად "ბლაუგრანას" 27.5 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

შეთანხმებაში არ ჩადებულა პუნქტი, რომელიც ახალგაზრდა შემტევს "ბარსელონას" წინააღმდეგ თამაშს აუკრძალავდა. "ლურჯ-ბროწეულისფრებს" ეს სურდათ, მაგრამ უარი თავად ფეხბურთელმა თქვა. 

"ბეტისისა" და "ბარსელონას" უახლოესი მატჩი 8 დეკემბერსაა ჩანიშნული. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, როკეს ამ შეხვედრაში მონაწილეობა და "ბლაუგრანასთვის" საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება შეეძლება.


Facebook კომენტარები