3 თვის წინ
კომანის მოსვლის შანსი არსებობს - ფაბრიციო რომანოს ცნობები
კომანის მოსვლის შანსი არსებობს - ფაბრიციო რომანოს ცნობები

როგორც მოგეხსენებათ, სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე "ბარსელონამ" მარცხენა გარემარბი უნდა დაიმატოს. ეს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" გაცხადებული მიზანია.

ამას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო გამოეხმაურა და "ბლაუგრანას" მიერ კინგსლი კომანით დაინტერესებაზე მოგვაწოდა ცნობები.

"მართალია, ჰანსი ფლიკი კინგსლი კომანს ძალიან აფასებს, მაგრამ ფრანგის მაღალი ხელფასი ბარიერია. 

ფედერიკო კიეზა "ბარსელონას" რადარზე რჩება, თუმცა კომანს გუნდში მოსვლის შანსი მაინც აქვს. შესაძლებელია გარიგებას იჯარის სახე ჰქონდეს და კატალონიელებმა ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლებაც მიიღონ.

კომანის მაღალი ხელფასი ნიშნავს, რომ კლუბები ბოლო წუთამდე დაიცდიან, რათა საუკეთესო პირობებზე მოილაპარაკონ," - თქვა რომანომ.

28 წლის კინგსლის მიუნხენის "ბაიერნთან" კონტრაქტი 2027 წლის ივლისამდე აკავშირებს. ახალ სეზონში მან გერმანიის თასზე 1 მატჩის ჩატარება მოასწრო, სადაც გოლიც გაიტანა.



Facebook კომენტარები