3 თვის წინ
ფაიე წავიდა - დაეხმარება თუ არა ეს ოლმოს დარეგისტრირებას
ფაიე წავიდა - დაეხმარება თუ არა ეს ოლმოს დარეგისტრირებას

"ბარსელონამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ 20 წლის ცენტრალური მცველი, მიკაილ ფაიე კარიერას ფრანგულ "რეიმსში" გააგრძელებს. 

სენეგალელის სანაცვლოდ "ბლაუგრანამ" 10.2 მილიონი ევრო მიიღო. კატალონიურმა გრანდმა მიკაილის 25 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლებაც დაიტოვა. გარდა ამისა, ახალგაზრდა უკანახაზელის მომდევნო ტრანსფერიდან თანხის 30% "ლურჯ-ბროწეულისფერთა" იქნება.

ფაიე მე-12 ფეხბურთელია, რომელსაც "ბარსა" ამ სატრანსფერო ფანჯარაზე დაემშვიდობა.

სხვათა შორის, Esport3-ს თუ დავუჯერებთ, ფაიეს წასვლა "ბარსელონას" დანი ოლმოს ლა ლიგაში დარეგისტრირებაში ვერ დაეხმარება, რადგან ფაიე თავადაც არ იყო რეგისტრირებული.

მაშასადამე, 26 წლის შემტევის დასარეგისტრირებლად "ბლაუგრანას" ვიტორ როკესა და კლემან ლანგლეს გაშვების გაოფიციალურებაც მოუწევს.

აქვე შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩს ჰანსი ფლიკის შეგირდები 27 აგვისტოს ჩაატარებენ. მათი მეტოქე "რაიო ვალეკანო" იქნება.


Facebook კომენტარები