3 თვის წინ
"ბარსელონა" კიდევ ორ ფეხბურთელს უშვებს
"ბარსელონა" კიდევ ორ ფეხბურთელს უშვებს

როგორც ჩანს, უახლოეს დღეებში "ბარსელონა" კიდევ 2 ფეხბურთელს გაუშვებს.

პირველი 19 წლის მარცხენა მცველი, ალექს ვალეა, რომელიც გლაზგოს "სელტიკს" უერთდება. ესპანელი ფლანგელი "ბლაუგრანასთან" კონტრაქტს 2026 წლის ივლისამდე გაახანგრძლივებს, მერე კი შოტლანდიელებს ერთწლიანი იჯარით დაემატება.

სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია. "სელტიკი" ახლა ყველა საჭირო დოკუმენტაციას ამოწმებს.

რაც შეეხება მეორე წამსვლელს, ის შეიძლება 23 წლის ცენტრალური მცველი, ერიკ გარსია იყოს.

Diario ARA-ის ინფორმაციით, უკანახაზელი "ჟირონას" დაუბრუნდება. კატალონიურ კლუბებს შორის მოლაპარაკებები 15 მილიონი ევროს ღირებულების ტრანსფერზე მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ გარსია გასულ სეზონშიც "ჟირონაში" იყო განათხოვრებული. 

ახალ სეზონში ერიკმა ორივე მატჩში მიიღო მონაწილეობა, ვალე კი მოედანზე არ გვინახავს.


Facebook კომენტარები