1 წლის და 7 თვის წინ
ნეიმარმა თავი "ბარსას" შესთავაზა - ფლიკის პასუხი
ავტორი
Aa
ნეიმარმა "ბარსელონას" საკუთარი თავი შესთავაზა, - იუწყება Diario SPORT.
წყაროს თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა ბრაზილიელ შემტევზე მომენტალურად თქვა უარი.
ნეის მსგავსი მცდელობა გასული წლის ზაფხულშიც ჰქონდა. "ბლაუგრანას" კარი მას მაშინ ჩავი ერნანდესმა მოუხურა. როგორც ჩანს, დაბრუნების ოცნება 31 წლის ვარსკვლავისთვის საბოლოოდ დასრულებულია.
ერთადერთი გზა, რითაც "ალ ჰილალიდან" ნეიმარის წამოყვანა იქნებოდა შესაძლებელი, იჯარა იქნებოდა. ცხადია, ამ შემთხვევაშიც ფეხბურთელს ხელფასის გვარიანად შემცირება მოუწევდა.
შეგახსენებთ, რომ არაბულ კლუბს ნეიმარი 2023 წლის ზაფხულში შეუერთდა. "ლურჯების" მაისურით მას სულ 5 მატჩი აქვს ჩატარებული, რისი მიზეზიც ის უმძიმესი ტრავმაა, რომელიც "ალ ჰილალში" გადაბარგებიდან მალევე მიიღო.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
5 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
6 თვის და 1 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
6 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
6 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი