2 თვის და 4 კვირის წინ
"ბარსელონა" კიეზას არ შეიძენს - რა არის ამის მიზეზი
"ბარსელონა" კიეზას არ შეიძენს - რა არის ამის მიზეზი

"ბარსელონა" ფედერიკო კიეზას არ შეიძენს. დღევანდელი მოცემულობით, ეს გამორიცხულია - იუწყება Marca-ს ჟურნალისტი ლუის როხო.

მადრიდული გამოცემა ამის ორ მიზეზს ასახელებს. პირველი ფინანსური ფეარ პლეია. "ბლაუგრანამ" სახელფასო განაკვეთში საკმარისი სივრცე ვერ გამოათავისუფლა, რათა გუნდში ახალი ფეხბურთელები მოიყვანოს.

გარდა ამისა, მარცხენა გარემარბის პოზიციაზე "ბარსას" დიდი არჩევანი აქვს. იქ თამაში რაფინიას, ანსუ ფატის, ფერან ტორესსა და პაუ ვიქტორსაც შეუძლიათ. შესაბამისად, თავდასხმის მარცხენა ფრთაზე კიდევ ერთი მოთამაშის მოყვანის საჭიროება არ დგას.

ვახსენოთ ისიც, რომ Marca ჯერჯერობით ერთადერთი წყაროა, რომელმაც 26 წლის იტალიელის კატალონიაში გადაბარგება გამორიცხა.

Tuttosport-ს თუ დავუჯერებთ, კიეზას "ბარსაში" გადასვლა გადაწყვეტილიც კია. იგი კლუბს 3 სეზონით შეუერთდება, ბარსელონაში კი ოთხშაბათს ან ხუთშაბათს ჩავა.

ახლა გასარკვევი ისაა, Marca არის მართალი თუ Tuttosport. ეს უახლოეს დღეებში უნდა გაირკვეს.


Facebook კომენტარები