1 წლის და 4 თვის წინ
ცნობილია: სად გააგრძელებს კარიერას ალონსო
ავტორი
Aa
ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ "ბარსელონას" ყოფილი მცველი, მარკოს ალონსო კარიერას ვიგოს "სელტაში" გააგრძელებს.
33 წლის ფეხბურთელმა "ბლაუგრანა" თავისუფალი აგენტის სტატუსით წინა სეზონის დასრულებისთანავე დატოვა. როგორც ჩანს, თითქმის 3-თვიანი ძებნის შემდეგ, მან ახალი გუნდი იპოვა.
მარკოსს "ბალაიდოსზე" კიდევ ორი ყოფილი "ბარსელონელი" დახვდება: ილაიქს მორიბა და ოსკარ მინგესა.
სხვათა შორის, ვიგოელებმა ლა ლიგის ახალი სეზონი დიდებულად დაიწყეს და ორ მატჩში აღებული 6 ქულით, სატურნირო ცხრილის თანალიდერები არიან. ლიდერობას ისინი სწორედ "ბარსასთან" იყოფენ.
რაც შეეხება ალონსოს "ბარსელონურ" კარიერას, იგი ორ სეზონში ჩატარებული 45 მატჩით შემოიფარგლა. ვეტერანმა მცველმა ამ პერიოდში 3 გოლი შეაგდო და 2 ტიტული (ლა ლიგა, ესპანეთის სუპერთასი) მოიგო.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
2 თვის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
2 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 თვის და 4 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 თვის და 1 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი