"ბარსელონა" დღეს ლა ლიგის მე-3 ტურის მატჩს გამართავს. კატალონიელები გასვლაზე "რაიო ვალეკანოს" დაუპირისპირდებიან და პრიმერაში აღებული წარმატებული სტარტის გაგრძელებას ეცდებიან.
მოსალოდნელია, რომ მატჩამდე "ბლაუგრანა" დანი ოლმოს დაარეგისტრირებს. სწორედ ამიტომ, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ახალწვეული გუნდის სავარაუდო შემადგენლობაში მოაზრებული გახლავთ.
SPORT-ის ვერსიით, ჰანსი ფლიკი მოედანზე ასეთ თერთმეტეულს გაიყვანს:
მეკარე: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი
დაცვა: ჟულ კუნდე, პაუ კუბარსი, ინიგო მარტინესი, ალეხანდრო ბალდე
ნახევარდაცვა: მარკ ბერნალი, პედრი, დანი ოლმო
თავდასხმა: რაფინია, რობერტ ლევანდოვსკი, ლამინ იამალი
შედარებისთვის, Mundo Deportivo-ს "ბარსას" ნახევარდაცვის სამეული განსხვავებულად წარმოუდგენია: მარკ კასადო - პედრი - ფერმინ ლოპესი. კატალონიური გამოცემის მტკიცებით, ფლიკი დღეს როტაციას მიმართავს, რადგან კალენდარი საკმაოდ გადატვირთულია.
მადრიდულ-ბარსელონური ჯახი თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.