2 თვის და 4 კვირის წინ
"ბარსამ" შეიძლება მცველი დაიმატოს - 3 ვარიანტი
"ბარსამ" შეიძლება მცველი დაიმატოს - 3 ვარიანტი

"ბარსელონა" ერიკ გარსიას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაყიდის, თუ ამას ფეხბურთელი მოითხოვს და კლუბი 1:1 წესზე იქნება დაბრუნებული, რათა ერიკის შემცვლელი შეიძინოს, - იუწყება Mundo Deportivo.

წყაროს თანახმად, 23 წლის უკანახაზელის შესაძლო ჩამნაცვლებლად "ლურჯ-ბროწეულისფრები" 3 ვარიანტს განიხილავენ:

კრისტიან მოსკერა (ვალენსია)

ჯონათან ტა (ლევერკუზენი)

მარიო ერმოსო (უგუნდო)

მოსკერას შესახებ "ბლაუგრანას" ძალიან კარგი ანგარიშები აქვს. იგი 20 წლისაა და "ღამურების" მაისურით უკვე 50 მატჩზე მეტი აქვს ჩატარებული, თუმცა უცნობია, რამდენად დათანხმდება "ლოს ჩე" კრისტიანთან დამშვიდობებას.

ტა "ბარსას" მისმა აგენტმა, პინი ზაჰავიმ შესთავაზა. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ "ბაიერი" ჩემპიონთა ლიგაზე გამოდის და თავის დასუსტება არ სურს. აქედან გამომდინარე, ტრანსფერის განხორციელების შანსი მცირეა.

რაც შეეხება ერმოსოს, იგი თავისუფალი აგენტია და უკვე 2 თვეა, რაც ახალ გუნდს ეძებს.

აქვე გეტყვით, რომ გარსიათი დაინტერესებულ კლუბად "ჟირონა" განიხილება. გავრცელებული ცნობების მიხედვით, კატალონიელები ერიკში 15 მილიონ ევროს იხდიან.


Facebook კომენტარები