2 თვის და 4 კვირის წინ
"ბარსას" ფეხბურთელს არაბეთში ეპატიჟებიან
ავტორი
Aa
Diario Sport-ის ცნობით, "ალ-იტიჰადი" ინიგო მარტინესის შეძენით ძალიან დაინტერესდა.
"ბარსელონას" მცველს "კამპ ნოუზე" კონტრაქტის ბოლო წელი აქვს დარჩენილი. 33 წლის ცენტრალური მცველი "ბლაუგრანას" გასულ სეზონში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, ახლა კი კლუბს შანსი აქვს მისი გაყიდვით დამატებითი შემოსავალი მიიღის.
თუმცა, იმის გამო, რომ რონალდ არაუხო და ანდრეას კრისტენსენი ამჟამად ტრავმების გამო ხელმიუწვდომლები არიან, კატალონიელებისთვის ნაკლებად სავარაუდოა, რომ მარტინესი ადვილად გაუშვან, ყოველ შემთხვევაში, მისი შემცვლელის პოვნის გარეშე.
როგორც ირკვევა, თუ საუდის არაბეთის მხარე იანვარში შემოთავაზებით დაბრუნდება, შესაძლოა "ბარსამ" წინადადება სერიოზულად განიხილოს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ