1 წლის წინ

"ბარსელონას" ახალი სამიზნე გამოუჩნდა

ავტორი
Aa
"ბარსელონამ" მუჰამედ სიმაკანზე ინფორმაცია გამოითხოვა და მისი პროფილი დადებითად შეაფასა, - იუწყება Footmercato.
კატალონიური გრანდის დაცვის ხაზის ცენტრში არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ "ბლაუგრანამ" ცენტრალურ მცველს დაადგა თვალი.
"რედ ბულ ლაიფციგი" ფრანგს 50 მილიონ ევროდ აფასებს, რაც "ბარსასთვის" არც ისე მარტივად გასაღები თანხა უნდა იყოს.
მიუხედავად ამისა, Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, თუ "ლურჯ-ბროწეულისფერნი" უახლოეს დღეებში ფინანსური ფეარ პლეის 1/1 წესს დაუბრუნდებიან, სიმაკანის ტრანსფერი შეიძლება განხორციელებადი გახდეს.
24 წლის ფეხბურთელს "წითელ ხარებთან" კონტრაქტი 2027 წლის ივლისამდე აკავშირებს.
"ლაიფციგის" მაისურით ჩატარებულ 122 მატჩში მუჰამედის ანგარიშზე 7 გოლი და 13 ასისტია.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
2 დღის და 16 საათის წინ

"დედაჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი და მინდა სულ ბედნიერი იყოს." - ლამინე იამალი
5 დღის და 9 საათის წინ

გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 კვირის და 3 დღის წინ

VIDEO: როცა კვარაცხელიამ ბარსელონას წინააღმდეგ შოუ დადგა - ხვიჩას პერფორმანსი ჩემპიონთა ლიგაზე
1 კვირის და 3 დღის წინ

გაირკვა! - ვის გამო აღნიშნავს ლამინე იამალი გოლებს ახალ სტილში