2 თვის და 3 კვირის წინ
"უკეთესი დებიუტი ვერ მექნებოდა" - ოლმო მატჩის შემდეგ
"უკეთესი დებიუტი ვერ მექნებოდა" - ოლმო მატჩის შემდეგ

"ბარსელონამ" ლა ლიგის მე-3 ტურის მატჩიც მოიგო. კატალონიელებმა გასვლაზე "რაიო ვალეკანო" დაამარცხეს, ანგარიშით 1:2.

მატჩის გმირად "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ახალწვეული, დანი ოლმო მოგვევლინა. 26 წლის შემტევი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, 82-ე წუთზე კი გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოლმომ თავისი ემოციები DAZN-ს გაუზიარა.

"ამაზე უკეთესი დებიუტი ვერ მექნებოდა.

თავს კარგად ვგრძნობ. თამაშისთვის მზად ვიყავი და მომენტს ველოდებოდი.

მე ყოველთვის ვცდილობ საგოლე შანსების შექმნას ან გოლების გატანას. შემტევი ფეხბურთელი ვარ. დღეს თავდმსხმელის უკან ვითამაშე, მაგრამ ფლანგებზეც შემიძლია თამაში. ვითამაშებ ყველგან, სადაც მწვრთნელი მთხოვს.

აქ, ამდენ დიდებულ ფეხბურთელთან ერთად თამაში, ძალიან მარტივი ჩანს.

ამ სტადიონზე რამდენიმე წლის განმავლობაში არ გვქონდა მოგებული. ასე რომ, თამაშითა და შედეგით კმაყოფილები ვართ," - თქვა ოლმომ.

"ბარსას" 9 ქულა აქვს აღებული და სატურნირო ცხრილს ლიდერობს. 31 აგვისტოს კატალონიელები "ვალიადოლიდს" მიიღებენ.


Facebook კომენტარები