"რაიო ვალეკანო" "ბარსელონამ" გუშინ კი დაამარცხა, თუმცა მატჩი კატალონიელთათვის მაინც ცუდად დასრულდა, რადგან გუნდის 17 წლის ნახევარმცველმა, მარკ ბერნალმა მძიმე ტრავმა მიიღო.
"ლა მასიას" აღზრდილი ახალგაზრდა სამედიცინო გამოკვლევებს ამ წუთებში იტარებს და ზუსტი დიაგნოზი სწორედ ამის შემდეგ გვეცოდინება, თუმცა ყველაფერი იმისკენ მიუთითებს, რომ მარკმა მუხლში ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა.
თუ ყველაზე ცუდი მოლოდინი გამართლდება, ესპანელისთვის სეზონი დასრულებულად უნდა მივიჩნიოთ.
მარკმა ლა ლიგის სამივე ტურის მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო. ბუნებრივია, მისი ჩანაცვლება ახლა გუნდისთვის უმნიშვნელოვანეს მისიად იქცევა..
არ გამოვრიცხოთ, რომ ლა ლიგის ფინანსური ფეარ პლეის 1/1 წესზე დაბრუნების შემთხვევაში, სატრანსფერო ფანჯრის დარჩენილი დღეები "ბარსამ" არა მარცხენა შემტევის, არამედ საყრდენი ნახევარმცველის დამატებას მოახმაროს.
თუ ეს ვერ მოხერხდა, კლუბი შეიძლება SPORT-ის ჟურნალისტის, ხაუმე კარსეტის შემოთავაზებულ გზას დაადგეს:
"ბერნალის სამწუხარო ტრავმის გამოსავალი კლუბშივე იძებნება: კასადო ან პაუ პრიმი."
ახლა განსაკუთრებლი მნიშვნელობა შეიძინა ფრენკი დე იონგის დროულმა დაბრუნებამაც. ნიდერლანდელს მოედანზე სექტემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ ელოდებიან.