1 წლის და 5 თვის წინ
"ბარსელონამ" "ლივერპულს" შეთავაზებით მიმართა
ავტორი
Aa
"ბარსელონამ" "ლივერპულს" სტეფან ბაიჩეტიჩის თაობაზე შეთავაზებით მიმართა, - იუწყება ფაბრიციო რომანო.
წყაროს თანახმად, "ბლაუგრანას" ესპანელი ნახევარმცველის იჯარის წესით წაყვანა სურს. იჯარაში "ლურჯ-ბროწეულისფერნი" 4 მილიონი ევროს გადასახდელად არიან მზად.
აღსანიშნავია, რომ კატალონიური გრანდის შეთავაზება გამოსყიდვის უფლებას არ მოიცავს.
ბაიჩეტიჩის გადაბირების საჭიროება "ბარსას" მას შემდეგ გაუჩნდა, რაც გუნდის 17 წლის საყრდენმა, მარკ ბერნალმა ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. ბერნალი ფეხბურთს 10-12 თვით ჩამოშორდა.
19 წლის სტეფანს "წითლებთან" კონტრაქტი 2027 წლის ივლისამდე აკავშირებს.
გასულ სეზონში მიღებული მძიმე ტრავმიდან გამომდინარე, ბაიჩეტიჩმა სულ 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 1 ასისტით გამოიჩინა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
4 თვის და 4 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი