პორტუში ჟოან ლაპორტა და მატეუ ალემანი მილანის "ინტერის" წარმომადგენლებს შეხვდნენ, - იუწყება ლუის მიგელსანსი.
შეხვედრას ესწრებოდა აგენტი ჟორჟე მენდეშიც. წყაროს თანახმად, მხარეებმა 4 ფეხბურთელის მომავალი განიხილეს.
ჟორდი ალბა "ბარსელონას" სურს, რომ ვეტერანი ესპანელის მაღალი ხელფასისგან გათავისუფლდეს. ჟორდით "ინტერი" დაინტერესებულია. 2022 წლის ზაფხულში მათ კატალონიელებს შეთავაზებითაც მიმართეს.
ფრანკ კესი კოტ-დ'ივუარელი "ნერაძურის" სამიზნეა. ალბას მსგავსად, "კამპ ნოუს" დატოვება არც მას სურს.
სამუელ უმტიტი "ინტერი" აქტიურად აკვირდება "ლეჩეში" განათხოვრებული ფრანგის პროგრესს. თუ ცენტრალური მცველის დამატება უფასოდ ან იაფად იქნება შესაძლებელი, მილანელები ბედს აუცილებლად ცდიან.
მარსელო ბროზოვიჩი "ბარსელონა" კესიეს გაცვლას სწორედ 30 წლის ხორვატში განიხილავს. მარსელო მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ ნახევარმცველად მიიჩნევა, მისი "ჯუზეპე მეაცედან" აბარგების შანსი კი ძალიან დიდია.