ფაბრიციო რომანომ დაადასტურა, რომ "ლივერპულის" ესპანელი ნახევარმცველი, სტეფან ბაიჩეტიჩი ერთწლიანი იჯარით "რედ ბულ ზალცბურგს" შეუერთდება.
"ბარსელონამ" ახალგაზრდა შუახაზელის დამატება გუშინ სცადა. სტეფანი კატალონიაში გადაბარგებაზე თანახმაც იყო, მაგრამ იმან, რომ კლუბი ლა ლიგის ფინანსური ფეარ პლეის წესებთან მორგებას ვერ ახერხებს, ტრანსფერის განხორციელება შეუძლებელი გახადა.
არადა, Mundo Deportivo-ს თუ დავუჯერებთ, ბაიჩეტიჩს "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელი, ჰანსი ფლიკი პირადად ესაუბრა.
როგორც ჩანს, სატრანსფერო ფანჯარა "ლურჯ-ბროწეულისფერთათვის" დახურულად უნდა მივიჩნიოთ. თუ კლუბი შემადგენლობის რომელიმე წევრს არ გაყიდის, ახალ ფეხბურთელს ფიზიკურად ვერ მოიყვანს.
აქვე გეტყვით, რომ "ლურჯ-ბროწეულისფრებს" ლევერკუზენის "ბაიერის" მცველს, ჯონათან ტას უკავშირებენ.